ქუთაისის N16 საჯარო სკოლის ოთხმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა
27-07-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ.
ამჯერად, სკოლაში საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთა აკადემიური მოსწრებით ამაყობენ.
მოსწავლეებმა - ბარბარე გიგაშვილმა, ნია ბენდელიანმა, ანანო ხურციძემ და შალვა ლიკლიკაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლასი მცირეკონტიგენტიანია და სკოლაში მოსწავლეთა მიღწეული წარმატება მეტწილად დამრიგებლის - ლალი მილორავას დამსახურებაა.
„მადლობა განათლების სამინისტროს ასეთი წამახალისებელი პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი"-ს დანერგისათვის“,- დასძენენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.