
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება.
წელს სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით სოსო ნიქაბაძემ დაამთავრა. მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია.
დირექცია ულოცავს მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.