„ქვეყანას ჩვენი სკოლის წარჩინებულების სახით საუკეთესო მომავალი აქვს!“ -​ახაშნის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს
27-07-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლისთვის 2022-2023 სასწავლო წელი საკმაოდ შედეგიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. სკოლის საშუალო საფეხური ხუთმა მოსწავლემ წარჩინებით, ოქროს მედალზე დაასრულა. ესენი არიან: მაკა ყაჭიური, ანანო ნადაშვილი, მარიამ ნიკოლაშვილი, სალომე კობიაშვილი და მაკო მელექსიშვილი.

საბაზო საფეხური კი წარჩინებით დაძლია სამმა მოსწავლემ: ივანე ქართლელიშვილმა, თაკო ბეგაძემ და ანანო ხაჩიშვილმა. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.

სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულებას და ცხოვრებაში კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებთ! ეს მხოლოდ დასაწყისია...

საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში... ჩვენს ქვეყანას ჩვენი სკოლის წარჩინებულების სახით საუკეთესო მომავალი აქვს!“,- ვკითხულობთ სკოლის დირექტორის ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203