საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - დავით ქობულიამ და რევაზი მეგრელიშვილმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს 
27-07-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება. 

დავით ქობულიამ და რევაზი მეგრელიშვილმა 2022-2023 სასწავლო წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.

დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203