თბილისის N212 საჯარო სკოლის 4 კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია 
27-07-2023

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. 

წელს სკოლა დაამთავრა 25-მა მოსწავლემ, აქედან 4 კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია. წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან: სალომე მეზურნიშვილი (ს), სალომე მეზურნიშვილი(ჯ), კახაბერ მირზაშვილი და ნანა მეზურნიშვილი.

სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203