„გარემო ჩვენ ირგვლივ“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია
27-07-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ, მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის, 18 მაისს, ქუთაისის N40 სკოლის მე-11 კლასში ჩატარდა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია - „გარემო ჩვენ ირგვლივ“ (კლასის დამრიგებელი აზა ჯამბურიძე).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე - „ადამიანის გავლენა გარემოზე“ კერძოდ: ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურება.

მომზადებული მასალიდან გამომდინარე კი დაასკვნეს, რომ ყოველი ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ სუფთა გარემო. თუმცა, ნებით თუ უნებლიეთ ადამიანები უმეტესწილად ზიანს აყენებენ ბუნებას. ისინი ჩეხავენ ტყეს, აბინძურებენ წყალს, ანაგვიანებენ სკვერებს, ქუჩებს და სანაპიროებს.

მომხსენებლებმა წინა პლანზე წამოსწიეს ეკოლოგიური საფრთხე, რომელმაც შეიძლება ბუნება კატასტროფამდე მიიყვანოს. ასევე, ისაუბრეს შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზებზე. რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაა საჭირო.

კონფერენციის შემდეგ მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203