
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში წარმატებით მუშაობდა „იდეატორთა კლუბი“. კლუბში ჩართულმა მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტი განახორციელეს.
24 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაზისო განათლების პროგრამის, „იდეატორთა კლუბების“, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ქუთაისის N40 საჯარო სკოლის „იდეატორთა კლუბმა“ (ხელმძღვანელი ინგა მეტონიძე) ღონისძიებაზე საინტერესო პროექტი - „ნარჩენების მართვა“ წარადგინა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კრეატიულმა პრეზენტატორებმა ჟიურის აღფრთოვანება საბოლოო პროდუქტის - „ეკოპუფების“ წარდგენით დაიმსახურეს.
„სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოებული იდეატორები, სამომავლოდაც უამრავ ინოვაციურ პროექტს გვპირდებიან“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: