
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
მათ შორის, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია გრძელიშვილი და მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ღვინაშვილი საგარეჯოს საგანმანათლებო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ რაიონულ კონფერენციაში -„მოსწავლეთა მიღწევებზე ასახული მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება და საქმიანობა“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლე-მასწავლებელმა სკოლა კონფერენციაზე ღირსეულად წარადგინეს, სასკოლო საზოგადოებას გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს და ბევრი ახალიც შეიმეცნეს.
იხილეთ ფოტოები: