პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფერწერის კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
27-07-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის მოსწავლეების - ანასტასია თამაზაშვილისა და ანანო ლოლაძის წარმატება, რომელიც ფერწერის კონკურსში მოიპოვეს. 

შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების გამოვლენისა და წახალისების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, გოგლაობის დღესასწაულთან დაკავშირებით მონაწილეობდნენ ფერწერის კონკურსში - „გააცოცხლე ნატვრის ხის პერსონაჟები“, რომელშიც მონაწილეობდნენ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელი ანასტასია თამაზაშვილი (დაჯილდოვდა სიგელით,  სახატავი ნაკრებითა  და 300 ლარით) და მეცხრეკლასელი ანანო ლოლაძე (დაჯილდოვდა სიგელით,  სახატავი ნაკრებითა  და 150ლარით) .

მოსწავლეები მიღწეული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203