პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა წარმტაცი გამოსაშვები ღონისძიება 
27-07-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო  მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახა. 

მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათმა გამოსვლამ მაყურებელს დაუვიწყარი ემოცია აჩუქა. ბავშვები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და, ასევე, მიღწევებზე ისაუბრეს.

„საზეიმოდ დაემშვიდობნენ მე-4 კლასელები აღმზრდელ მასწავლებელს. ცრემლიც ბევრი იყო და სიყვარულიც...“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს ბედნიერ სასკოლო ცხოვრებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203