„ვუმღერ სამშობლოს“ - საინტერესო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
26-07-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობებითა თუ პროექტებით იყო დატვირთული.

მათ შორის აღსანიშნავია - „ვუმღერ სამშობლოს“, ლიტერატურულ-მუდიკალური კომპოზიცია, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ლიტერატურული კლუბის (მასწავლებელი ნინო ლიპარტელიანი, დამრიგებელი თამარ მეზურნიშვილი) ეგიდით გამართეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

ღონისძიება განმსჭვალული იყო პატრიოტული სულისკვეთებით, მოსწავლეებმა საქართველოს არც ისე შორეული ისტორია გაიხსენეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203