საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა წელს წარჩინებით 5-მა მოსწავლემ დაამთავრა
26-07-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება. სკოლა წელს წარჩინებით 5-მა მოსწავლემ დაამთავრა. სამი მოსწავლე ოქროს მედლის კანდიდატია, ერთი კი ვერცხლის. 2023 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან:

ოქროს მედალი:

  • მათე ჭანტურია;
  • მარიამ ზარანდია;
  • ელენე თოლორდავა; 
  • ანი ქაჯაია;

ვერცხლის მედალი:

  • დემური ქაჯაია.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203