თბილისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ - წელს სკოლას მედლის 14 კანდიდატი ჰყავს 
26-07-2023

ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატებით დაგვირგვინდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თბილისის N9 საჯარო სკოლას ყოველ წელს ჰყავს ოქროსა და ვერცხლისმედალოსნები და ასევე, წარჩინებულ მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადაეცემათ ლეპტოპები. 

არც 2022-2023 სასწავლო წელი ყოფილა გამონაკლისი, წელს სკოლას ჰყავს 11 ოქროსა და 3 ვერცხლისმედალოსანი, ხოლო „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდა 14 წარჩინებული მოსწავლე.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203