
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე აღუზრდია. მათ შორისაა 2023 წლის კურსდამთავრებული ასლან შაინიძე, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატია.
მაისის ბოლოს მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. კახეთის რეგიონალური დაჯილდოება ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთათვის მოეწყო, სადაც რეგიონის მოსწავლეთა წარმატება აღინიშნა.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს ყველა ღირსეულ მოსწავლეს და ულევ წარმატებას უსურვებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: