აწყურის საჯარო სკოლა წელს წარჩინებით ნინი დვალიშვილმა და ჟენია მოსიძემ დაამთავრეს - მარიტა გოგოლაძე კი კომპიუტერით დაჯილდოვდება
26-07-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარიმართა ნაყოფიერად და საინტერესოდ.
სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება.
სკოლა წელს წარჩინებით ნინი დვალიშვილმა და ჟენია მოსიძემ დაამთავრეს. კურსდამთავრებულები ვერცხლის მედლის კანდიდატები არიან.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კი მარიტა გოგოლაძე გახდა პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ბენეფიციარი.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს წარმატებას ულოცავენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა