„მადლობა ყველას, ვინც პოზიტიურად შეაფასა ცენტრის მუშაობა“- ამბროლაურის N1 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდები შეუფერხებლად წარიმართა
26-07-2023

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში წელს საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგამოცდო პროცესი სკოლაში წარმატებით წარიმართა. სკოლაში მადლობას უხდიან ყველას, ვინც ცენტრის მუშაობა დადებითად შეაფასა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში შეუფერხებლად და მშვიდ გარემოში წარიმართა. ჩვენი გუნდი მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ცენტრის ფორმირებაში და პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოზიტიურად შეაფასა ცენტრის მუშაობა და თვლის, რომ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა რეგიონის მოსახლეობისათვის. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს აბიტურიენტებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203