„ვულოცავთ, ჩვენს მარიამს ამ დიდ ჯილდოს“-  ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლე მარიამ მიროტაძე ოქროს მედლის კანდიდატია 
26-07-2023

ქუთაისის N16 სკოლას ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავს აღზრდილი. მათ შორისაა 2023 წლის ოქროსმედალოსანი მარიამ მიროტაძე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მარიამი გამორჩეულია თავისი სიმდაბლით, ზრდილობით და სწავლა- განათლებით.

სკოლაში მოსწავლის სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„მარიამი გულში ჩასახუტებელი მოსწავლეა. ძალიან მოგვწონს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებით, რომ აჯილდოვებს. ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩინება. 

ვულოცავთ, ჩვენს მარიამს ამ დიდ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებულ გზებზე ევლოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203