
თელავის N6 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება.
წელს სკოლა წარჩინებით ლუკა პატარაშვილმა დაამთავრა. 2023 წლის კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია.
სკოლას ასევე ჰყავს საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები - ზურაბ გიგაური, გაგა თუშიშვილი და მარიამი კირვალიძე პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.