
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის ანა ქათამაძის წარმატებას აღნიშნავენ.
ნიჭიერმა მოსწავლემ სკოლა ლიტერატურულ კონკურსში ასახელა.
22 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა პაატა მახარაძის (ბართოლომეოს) ლიტერატურული კონკურსის დასკვნითი საფინალო ღონისძიება სახელწოდებით - „შენ იმღერე, მე ვაშენებ“. ნომინაციაში - „საუკეთესო სათუთი ფერწერა“ დაჯილდოვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა ქათამაძე.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა ულოცავს ანას ქათამაძეს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თამთა ღლონტს ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.