გორის N3 სკოლას წელს 54 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს - საბაზო საფეხური კი წარჩინებით 31-მა მოსწავლემ დაამთავრა
26-07-2023
გორის N3 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახა. 

გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატებები მართლაც საამაყოა, 2022-2023 სასწავლო წელს გორის N3 საჯარო სკოლას ჰყავს 54 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის კანდიდატი.

საბაზო საფეხური კი წარჩინებით სკოლის 31 მოსწავლემ დაამთავრა, მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203