„გვეამაყება, ასეთი მოსწავლეები რომ იზრდებიან ჩვენს სკოლაში“-  საჩხერის N1 სკოლას 14 მედლის კანდიდატი ჰყავს, 13 მოსწავლე კი კომპიუტერით დაჯილდოვდება
26-07-2023

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

ნაყოფიერი აკადემიური წელი მოსწავლეთა სწავლაში მიღწეულმა წარმატებამ დააგვირგვინა. 

2022-2023 სასწავლო წელს სკოლა ოქროსა და ვერცხლის მედალზე დაასრულა 14-მა კურსდამთავრებულმა. 

ოქროს მედლის კანდიდატები არიან: 

  1. ლიზი აბჟანდაძე;
  2. ნინო ქურციკიძე;
  3. ლუკა აბრამიშვილი;
  4. გუგა დვალაშვილი;
  5.  ანანო სამხარაძე;
  6. ლიკა შუბითიძე;
  7. ნინო შუბითიძე;
  8. ლიზი ლობჟანიძე;
  9. სალომე კაპანაძე;
  10. საბა კაპანაძე;
  11. ნანა ენუქიძე;
  12. ნინო პაპიაშვილი.

ვერცხლის მედალს მიიღებენ:

  1. ქეთევან გურული;
  2. გიორგი დიდბერიძე.

საბაზო საფეხური კი წარჩინებით სკოლის 13-მა მოსწავლემ დაამთავრა. პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის" ბენეფიციარები არიან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები:

  1. თამუნა კუსიანი;
  2. მარიამ სამხარაძე;
  3. დაჩი-დემეტრე დვალაშვილი;
  4. ლუკა ხომასურიძე;
  5. ანა ლაბაძე;
  6. ლუკა გელბახიანი;
  7. ოთარი მწყერაშვილი;
  8. ავთანდილ მწყერაშვილი;
  9. გიორგი ჭიტაძე;
  10. ნინი დეკანოიძე;
  11. მარიკა სისვაძე;
  12. გიორგი კუსიანი;
  13. სალომე მაჭარაშვილი.

სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატებით ამაყობენ და ახალგაზრდებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ! გვეამაყება, ასეთი მოსწავლეები რომ იზრდებიან ჩვენს სკოლაში. ულევ წარმატებასა და სიხარულით სავსე დღეებს ვუსურვებთ ცხოვრების გზაზე! “,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203