
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ რუსთავის N5 საჯარო სკოლას წელს ოქროს მედლის 18 კანდიდატი ჰყავს. სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქალაქის ოქროსმედალოსნებისთვის ტრადიციად ქცეული გრანდიოზული მიღება გაიმართა.
მიღებაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მერიის ფულადი ჯილდო და კერძო სექტორისგან სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.
ახალგაზრდები ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ პირადად დააჯილდოვა. Oxygenfest -ის მოსაწვევების სიხარული ყველას ხვდა წილად. რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ქეთი ხრიკაძე და ლიკა ყაველაშვილი კი „სოკარმა“ ეკომეგობრული სქროლით დაასაჩუქრა.
სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და კურსდამთავრებულებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ამაყია გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ რუსთავის N5 საჯარო სკოლა თავისი 18 ოქროსმედალოსნით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: