ფარცხანაყანევის N4 სკოლის მოსწავლეებმა - ნიკოლოზ თევდორაძემ და ვახტანგ შეშაბერიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს
26-07-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს. 

მათ შორის არიან მეცხრეკლასელები - ნიკოლოზ თევდორაძე და ვახტანგ შეშაბერიძე, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.

სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და ნიკოლოზ თევდორაძესა და ვახტანგ შეშაბერიძეს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203