სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის დღეებს ნაყოფიერად ატარებენ
26-07-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის დღეებს საინტერესოდ და ნაყოფიერად ატარებენ და შემეცნებას არც არდადეგებზე წყვეტენ. 

ქუთაისის ამერიკულ კუთხეში „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისის თაოსნობით, სიქთარვის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის ბავშვები მიწვეულნი იყვნენ ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობდნენ, ასევე, ამერიკელი მასწავლებლები, რომლებმაც ჩაატარეს პრეზენტაცია 4 ივლისის დღესასწაულსა და თავიანთ მშობლიურ შტატებზე.

გარდა ამისა, მოეწყო სხვადასხვა სახალისო აქტივობა, სამაგიდო თამაშობა, ცეკვის მასტერკლასი და დისკუსიები საინტერესო საკითხებზე.

აქტივობაში, მოსწავლეები ინგლისური ენის მასწავლებლების - სოფიკო ვაშაკიძისა და ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203