დერჩის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსში
26-07-2023

აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

​ამჯერად, მოსწავლეებმა სკოლა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სატელევიზიო კონკურსში - „ჩემი სკოლა“ ასახელეს. 

21 ივლისს, ქობულეთში გამართულ დოკუმენტური ფილმების ტელეკონკურსში, რომელიც TV12 ინიციატივით გაიმართა, დერჩის საჯარო სკოლამ ნომინაციით - „მომავლის სკოლა“ მეორე ადგილი დაიკავა.

კონკურსში მონაწილე შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ხელმძღვანელი მარინე ჭუმპაშვილი. მოსწავლეები - ლუკა ჯილესაშვილი, დათო ასათიანი, თამარ სულწაძე, თომა ჭუმბაშვილი. პედაგოგი ია ქვარიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203