„გარემო ჩვენს ირგვლივ“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ორანჟერეაში
24-07-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვას დაწყებითი კლასებიდანვე აქტიურად ასწავლიან. სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება მოეწყო. 

მათ შორის, მე-3 კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი: ქეთინო დიაკონიძე) პროექტის -„გარემო ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში იმყოფებოდნენ ორანჟერეაში, სადაც გაეცნენ სხვადასხვა სახის მცენარეებს, მოხატეს თიხის ნაკეთობები, მოხატულ ქოთნებში კი მცენარეები ჩარგეს.

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203