ფუთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-07-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან. სკოლაში, ასევე, წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი, რომლის  გეოგრაფიის პედაგოგი ირმა პირველაშვილი გახლავთ. 

კლუბის წევრებიც გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან, ისინი სასწავლო წლის მანძილზე ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა კონკურსებში და წარმატებასაც აღწევდნენ.

მათ შორის, ეკოკლუბელები ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გამოცხადებულ კონკურსში - „ეკოსკოლელების გზავნილები“ მონაწილეობდნენ. 

ფუთის საჯარო სკოლელ ბუნების ქომაგებს გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობისა და ეკომეგობრული მანიშნებლის შექმნისთვის სიგელი გადაეცათ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203