„ასეთი დისკუსიები კომპიუტერის თაობის წიგნისაკენ მიბრუნებას უწყობს ხელს“-ქუთაისის N40 სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ
24-07-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში წარმატებით მუშაობდა წიგნის მოყვარულთა კლუბი - „მწიგნობარი“. კლუბის წევრები არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობაში იყვნენ ჩართულნი. 

30 მაისს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის მოყვარულთა კლუბის „მწიგნობარი“ დასკვნითი სხდომა ჩატარდა.

სხდომას ესწრებოდნენ კლუბის წევრი მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეთა კურატორები - დარეჯან ნემსაძე და ვალიდა კვირიკაშვილი გახლავთ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგებმა, ტრადიციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეებს გამოიკითხეს ედით ნესბიტის - „რკინის ბავშვების“ მე-4 თავი - „უნებართვოდ ლოკომოტივზე“.

გამოკითხვას განხილვა მოჰყვა. 

ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

1.რა რეაქცია ჰქონდა დედას, როდესაც სიმართლე შეიტყო?
2.იზიარებთ დედის პოზიციას ?რაში არ ეთანხმებით მას? როგორია დედის მოთხოვნა?
3.დედა _ბობის შეფასებით 4.რობერტას დაბადების დღე... რა მოიმოქმედა ბობიმ მის დაბადების დღეს ?
5.ლიანდაგსა და არხს შორის გავლებული პარალელი ...მთავარი რამ, რის გამოც ბავშვებს ლიანდაგი უფრო უყვართ... 6.რა თხოვნით მიმართავს ბობი ექიმს? 7.ექიმის რეაქცია...
8.რატომ დასრულდა ბიბისთვის მხიარული დაბადების დღე სევდიანად?
9.როგორ აღმოჩნდა სადგურში და შემდეგ ლოკომოტივზე?
10.როგორ დასრულდა გასეირნება ლოკომოტივით?


როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის წევრებმა საკმაოდ სწორად გაიაზრეს წაკითხული და, შესაბამისად, სწორ დასკვნებამდეც მივიდნენ...

„ეს იყო 2022_23 სასწავლო წლის დასკვნითი, ბოლო მეცადინეობა. ბავშვებმა საზაფხულოდ ნაწარმოების ბოლომდე წაკითხვა და საკვანძო მომენტებზე ყურადღების გამახვილება დაევალათ. მათ უნდა შეავსონ ცხრილი, სადაც უნდა გამოკვეთონ შემდეგი საკითხები: 1.ნაწარმოების ავტორი; 2.პერსონაჟები; 3.საყვარელი პერსონაჟი...რატომ გამოვარჩიე ის?;4. რა მომცა ამ ნაწარმოებმა?;5.ვურჩევ თუ არა ჩემ თანატოლებს ნაწარმოების წაკითხვას? რატომ? 

ბოლო სხდომაზევე დაიგეგმა მორიგი პირველი შეხვედრა ახალ 2023- 24 სასწავლო წელს, რომელზეც ბავშვები და კურატორები განიხილავენ ხსენებულ საკითხებს.

უნდა აღინიშნოს კლუბის წევრების მონდომება და ნაყოფიერი მუშაობა. ასეთი დისკუსიები კომპიუტერის თაობის წიგნისაკენ მიბრუნებას უწყობს ხელს, რაც მოსწავლეთა განათლებაზე აუცილებლად დადებითად აისახება. ისინი რწმუნდებიან, რომ წიგნი არის ცოდნის წყარო და ადამიანის საუკეთესო, ყველაზე საინტერესო მეგობარი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203