სპორტსმენები, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ! - ვეტერანი სპორტსმენი მელანია დოლიძე კარიერის მნიშვნელოვან პერიოდს იხსენებს
24-07-2023

ვეტერანი სპორტსმენი მელანია დოლიძე მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. კარიერის დასაწყისშივე ამსხვრევდა სტერეოტიპებს, როგორც წარმატებული ქალი ფეხბურთელი და ბალახის ჰოკეისტი. 

სპორტსმენი თავის გუნდის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს, დაამსხვრიეს სტერეოტიპები და თქვეს თავიანთი სათქმელი აჭარის ქალთა ფეხბურთის ისტორიასა და ბალახის ჰოკეიში.

მართალია არასრული შემადგენლობით, თუმცა მრავალი წლის მეგობრებმა, არაერთი საუკეთესო მოგონება გაიხსენეს და შეხვედრის ბოლოს ბრწყინვალე წარსული გაიხსენეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

„ვეტერანების შეხვედრა 22 წლის შემდეგ, მიყვარხართ და მეიმედებით, უფალს ვთხოვ, რომ დიდხანს ყოფილიყავით ასეთი ლაღები და ბედნიერები“ - აღნიშნავს სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენისთვის თავისი საქმე, კარიერა და თავის აღსაზრდელებთან მუშაობა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, მთავარი მიზანი კი, ახალგაზრდა, წარმატებული თაობის აღზრდით, ქართულ სპორტში საკუთარი წვლილის შეტანაა.


იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203