ფუთის საჯარო სკოლასთან არსებულმა ცეკვის ანსამბლმა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში საპრიოზო ადგილი დაიკავა
21-07-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლის ქართული ცეკვის ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეები ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას და ფოლკლორულ ტრადიციებს ეუფლებიან. 

მოსწავლეები სკოლასთან არსებულ ცეკვის ანსამბლში - „მერანი“ არიან ჩართულნი და ცეკვას დიდი მონდომებით სწავლობენ, რაც მათ მიღწევებზეც აისახება. 

ამჯერად, „მერანმა“, რომელსაც ქორეოგრაფი საბა ჩალხაშვილი ხელმძღვანელობს, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში - GLOBAL STAR და მეორე ადგილი მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203