ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლასა და შემეცნებას არდადეგებზეც არ წყვეტენ
21-07-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის დღეებს ნაყოფიერად ატარებენ და სწავლასა და შემეცნებას არდადეგებზეც არ წყვეტენ. 

ივნისის ბოლოს მოსწავლეები მასწავლებლის სახლს ესტუმრნენ. კლუბ ჩხირკედელაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლობით დაგეგმილი საკვირაო სკოლების პროექტის მოსწავლეებისათვის სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია STEAM პროექტებით სწავლების უპირატესობების შესახებ და იმუშავეს ორ პროექტზე: შუქნიშანი და ხმაზე მორეაგირე ნათურა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ მასწავლებელს მადლობას უხდიან. 

„მახარებს თქვენი წარმატებები მადლობა ავსანე ხალილოვას ბევრი წარმატება შენ და ჩვენს მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203