ჯანდარას საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
21-07-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და მოსწავლეების ინტერესებს მაქსიმალურად მოერგო. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო.

მოსწავლეები კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

შენობის სრული რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203