„მოტივაციას მაძლევს მოსწავლეებისა და პროფესიის სიყვარული“ - ნატო ონიანი, ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგი
21-07-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ონიანი მოსწავლეებში სიყვარულით სარგებლობს. მას მოწაფეები ახასიათებენ, როგორც პოზიტიურ პიროვნებას, რაც განსაკუთრებით ახარებს. სჯერა, რომ მონდომებით ყველაფერი გამოვა, ამიტომ მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს. თავად კი მოტივაციას მოსწავლეების და პროფესიის სიყვარული აძლევს. 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- შრომატევადი.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- მზეს და წარწერას: „მოინდომე და გამოგივა ყველაფერი“.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- ბევრ დროს ვუთმობდი სწავლას.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- წარმატებები ცოდნის სამყაროში.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა... 
 

- როგორი პოზიტიური ხართ მას.  

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეებისა და პროფესიის სიყვარული, თანამშრომლების თანადგომა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203