ქუთაისის N40 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა
20-07-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები აქტიურად ახორციელებდნენ პროექტებს სამოქალაქო განათლებაში. პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

„პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა - კომუნიკაცია, თანამშრომლობა, დაგეგმვა, პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის გადაჭრა„,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტული სწავლების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

29 მაისს მე-10 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი: ინგა ხაჟომია, მასწავლებელი: ლალი რობაქიძე) პროექტული სწავლების ფარგლებში  VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრაზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: 1. კულტურული მრავალფეროვნება (მარაიამ ნაზარენკო, თეკლა ლანჩავა, ნიკოლოზ ჩაკვეტაძე,ლუკა ჯულაყიძე, ლიკა გრიგოლაშვილი) 2. პროფესიული განათლება (ანანო ბაზმანი, დიმა ბაზმანი, საბა ქასრაძე, თათია ნამიჭეიშვილი, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი) 3. კლიმატის ცვლილებები (სალომე მუსელიანი, მარიამ სუთიძე, მურმან აბულაძე, მარიამ ახალაძე, ვასილ გაბელაია) 4. სიძულვილის ენა (ირაკლი ლაშქარეიშვილი,ზვიად გულბიანი, მარიამ კლდიაშვილი, ვაკო რაჩკოვსკი, გიორგი ხურციძე) 5. ტრეფიკინგი (მარიამ ფერცულიანი, ოთარ მემარნიშვილი, დავით ხუსკივაძე, რევაზ აბუთიძე, ცოტნე სულეიმანაშვილი, ლუკა სულეიმანაშვილი).

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი აღნიშნულ აქტივობას. შეხვედრის დასასრულს პრეზენტატორებმა მოსწავლეებს საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203