ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა STEM კონფერენციაზე საინტერესო ტექნოლოგიური პროექტები წარადგინეს
20-07-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი რიპსიმე აროიანი და მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები STEM კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ STEM კონფერენციაზე 60 სკოლის 300-მდე მოსწავლემ საკუთარი ტექნოლოგიური პროექტები წარადგინა. მოსწავლეებმა ასევე, ერთმანეთს გაუზიარეს პროექტზე მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება. ამასთან, მოსწავლეებმა სფეროს სპეციალისტებისგან კონსულტაციები და შეფასებები მოისმინეს და სამომავლოდ ახალი პროექტები დაგეგმეს.

STEAM პროექტების გამოფენა საუნივერსიტეტო სივრცეში მოეწყო.

მონაწილე სკოლებს შორის სამცხე-ჯავახეთიდან კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ერთი არაქართულენოვანი სკოლა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლა. სკოლის გუნდს STEM პროექტების შექმნისას გამოჩენილი განსაკუთრებული მონდომებისა და შემოქმედებითი მიდგომებისთვის სერტიფიკატი გადაეცა

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები. ასევე მონაწილე სკოლების დირექტორები და შესაბამისი საგნის მასწავლებლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203