
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მე-10ა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აზა ჯამბურიძე, კლასის დამრიგებელი ირინა ყურაშვილი) გაიმართა ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია „ადრე წასული კაცის ფიქრები - ლადო ასათანი“.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს პოეტის ცხოვრება და შემოქმედება, შეასრულეს ლადო ასათანის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ამაღლებულ, თბილ გარემოში წარიმართა. ესწრებოდნენ სტუმრები, პედაგოგები, მშობლები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
დასასრულს აზრი გამოხატეს და წარმატებები უსურვეს ღონისძიების მონაწილეებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ია ჩინჩალაძემ, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დარეჯან ნემსაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვალიდა კვირიკაშვილმა, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა მარინე მარჯანიშვილმა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: