
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლა-განათლებას ზაფხულის არდადეგებზეც არ წყვეტენ და ზაფხულის დღეებს ნაყოფიერად ატარებენ.
სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში - „Deutsch +X“.
სახალისო პროგრამა გერმანული ენით დაინტერესებული ბავშვებისთვის რამდენიმე დღე გაგრძელდა.
სამუშაო შეხვედრები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩდა.
იხილეთ ფოტოები: