აქტიური გარემოსდამცველები კრწანისის საჯარო სკოლიდან 
20-07-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლა მწვანე დროშის მფლობელია. 

სკოლამ წარმატებით და ზედმიწევნით შეასრულეს ეკოსკოლების პროგრამის ყველა საფეხური და წარმატებაც მოიპოვა. 

სკოლაში წარმატება ახარებთ და მოსწავლე-მასწავლებლებს მიღწევას ულოცავენ. 

„კრწანისის საჯარო სკოლის მორიგი წარმატება - ჩვენი დაუღალავი შრომა ეკოსკოლების პროგრამაში დაფასდა და მწვანე დროშა ჩვენია. გილოცავთ ყველას, ბავშვებო, პედაგოგებო და მშობლებო. ყოველთვის გაგვემართლებინოს მწვანე დროშის სახელი. უღრმესი მადლობა ორგანიზაციას Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT და შვედეთის საელჩოს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ეკოსკოლების პროგრამას საქართველოშია ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მხარდაჭერით ახორციელებს. 

აღსანიშნავია, რომ კრწანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ეკოსკოლების პროგრამაში, რაც მათ მიღწევებზეც აისახა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203