
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის საბა ფურცელაძის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ამაყობენ.
ახალგაზრდა სპორტსმენმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საბა ფურცელაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მოსწავლემ პირველი ადგილი ალბანეთის დედაქალაქ ტირანში გამართულ ტურნირზე მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ძალიან სასიხარულო და საამაყო ამბავი - ჩვენი სკოლის მე-11 კლასი მოსწავლემ, საბა ფურცელაძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ალბანეთის დედაქალაქ, ტირანში, გამართულ შეხვედრაზე საბამ ბრწყინვალედ იასპარეზა თავის წონით კატეგორიაში და ოქროს მედალიც დაიმსახურა. ვულოცავთ, საბას და კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას ვუსურვებთ“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: