აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა
20-07-2023

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „ლუტეციასა“ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით მობილური საგანმანათლებლო სივრცე მოეწყო. მობილური სივრცე კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. 

სკოლაში მადლობას უხიდიან ყველას ვინც ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში მონაწილეობდა. 

„ალბათ, ყველას გვინახავს ნატვრის ხე ფერადი ქსოვილებითა და უფრო ფერადი ოცნებებით. ასეთი ხე ძალიან ბევრია, რადგან ადამიანებს უამრავი ოცნება გვაქვს და გვწამს ამ სურვილების ახდენის.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ნებისმიერი ნატვრა შეიძლება რეალობად იქცეს, ოღონდ ამას ძლიერი სურვილი, რწმენა და შრომა სჭირდება, ზოგჯერ კი კეთილი ადამიანების ნება. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც შეგიძლია სასიკეთოდ შეცვალო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება, თქვენ კი ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდმა „ლუტეციამ“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ბევრ აქტიურ და სიახლეების მოყვარულ ახალგაზრდას მიეცით შესაძლებლობა, რომ განვითარდნენ. გმადლობთ, თქვენ ამ შესაძლებლობისთვის! გმადლობთ, რომ ჩვენი ოცნება რეალობად აქციეთ! “,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203