ფერადი ბუშტები და სასიამოვნო სურვილები - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელთა სიურპრიზი უმცროსკლასელებს
19-07-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. საგნობრივი ცოდნის გარდა, პედაგოგები მოსწავლეებს როგორც საკუთარ, ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიდნენ.
შესაბამისად სკოლაში განსაკუთრებულად აღნიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. დღესასწაული სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა იზეიმეს.
მე- 9ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ნ. სიმონიშვილი) უმცროსკლასელებს სიურპრიზი მოუწყვეს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფერადი ბუშტებითა და სასიამოვნო სურვილებით მიულოცეს.
„პოზიტიური ემოციები ძალიან გადამდები იყო. დღე ფერადად და ღიმილით დაიწყო. ყველა ბავშვს ვუსურვებთ უღრუბლო ზეცას და ბედნიერ მომავალს“,- ასეთია ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა სურვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა