განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობდა 
19-07-2023
18 ივლისს, ხელვაჩაურის სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის.

სკოლის მოსწავლეები იმიტირებულ პროცესში ნაფიცი მსაჯულები იყვნენ. ნაფიცი მსაჯულის როლი წარმატებით მოირგო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლემაც. 

იმიტირებული პროცესის თემატიკა ბავშვთა უფლებები გახლდათ, შესაბამისად, მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა.

მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203