„მომავლის მხატვრები“ - ცერონისის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი პროექტი და შემოქმედი მოსწავლეები
19-07-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მხრივ ნაყოფიერი იყო 2022-2023 სასწავლო წელი. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგნის პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა ნანი თოთლაძემ 2022-2023 სასწავლო
წელს დაწერა პროექტი სახელწოდებით  - „მომავლის მხატვრები“, რომელიც საგანმანათლებლო პროექტების პორტალმა Donors.edu.ge-მ დაუფინანსა.

დაფინანსებული თანხით შეძენილი რესურსებით (სამხატვრო ტილოები, მოლბერტები, საღებავები) მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები და სასწავლო წლის დასასრულს სკოლაში მოეწყო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

„შემოსული თანხით ისევ სამხატვრო რესურსებს შევიძენთ. ერთ-ერთმა ნახატმა „რიწის ტბა“ მონაწილეობა მიიღო კონკურსში ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხვდა ფინალში.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კუთხით ჩატარდა კონკურსი - „ჩვენ გვიყვარს ხელოვნება“, ღონისძიებაში ჩართული იყვნენ VI, VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები. კონკურსში შესული ყველა აქტივობა მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული და თან სახალისო იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203