
ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, ჩიბათის საჯარო სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჟიურის რჩეული გახდა.
კონკურსში შესაძლებლობები არჩილ ლომაძემ, ზაზა მკურნალიძემ და ბაჩი ანთაძემ წარმოაჩინეს. ისინი განათლების მინისტრმა დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო კვირეული საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„მადლობა, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს - არჩილ ლომაძეს, ზაზა მკურნალიძეს და ბაჩი ანთაძეს კონკურსში მონაწილეობისთვის, თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: