„გვეამაყები!“ - შუაგორას საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ნინი სანიკიანი საზეიმოდ დაჯილდოვდა 
21-07-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული ნინი სანიკიანი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუქრდა. 

ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. წელს, 15 ვანელი მოსწავლე გახდა წარჩინებულის სტატუსის მქონე, მათ შორის იყო შუაგორას საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ნინი სანიკიანი.

კურსდამთავრებულს მერმა მიულოცა სკოლის წარმატებით დასრულება და განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრის დასასრულს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

შუაგორას საჯარო სკოლაში ნინი სანიკიანის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„შუაგორას საჯარო სკოლა კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს ნინის ცხოვრების გზაზე...გვეამაყები!“ ,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203