
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოჰოი ნანა“. ანსამბლი წარმატებით მონაწილეობს არაერთ ღონისძიებაში.
ამჯერად, სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისადმი მიძღვნილი ღონისძიებას შეუერთდა, რომელიც ბათუმის ბულვარში გაიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარდგნენ და მაყურებლის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლის მოსწავლეები ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს დიდი მონდომებით შეისწავლიან, რაც მათ მიღწევებზე აისახება.