პერევის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ძალოსანი ჯუმბერ ბეკოშვილი ევროპის ჩემპიონია 
20-07-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - ჯუმბერ ბეკოშვილის ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ახალგაზრდა ძალოსანმა, მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ამავე სკოლის მე- 11 კლასის მოსწავლეს - ჯუმბერ ბეკოშვილს ევროპის ჩემპიონობას. უსურვებს მრავალ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203