
პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ქართული ცეკვის წრე, რომლის მოსწავლეებიც მონდომებით ეუფლებიან ქართულ-ხალხურ ქორეოგრაფიას, ცეკვის ისტორიასა და ტრადიციებს.
სკოლაში ქართული ცეკვის წრის მოსწავლეთა წარმატებულ დებიუტს აღნიშნავენ. მოსწავლეები ქობულეთში გამართულ ქართული ცეკვის ფესტივალზე ბრწყინვალედ წარდგნენ.
მოსწავლეთა მასწავლებელი თორნიკე გულიაშვილი გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და პატარა მოცეკვავეებსა და მათ ქორეოგრაფს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: