ლესის საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონისა“ და Izrune.ge -ს ავტორმა - გოჩა ტყეშელაშვილმა საზეიმოდ დააჯილდოვა
19-07-2023

29 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის და მათი გულშემატკივრებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის - Izrune.ge - ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ერთგული იზრუნელები დააჯილდოვა, მათ შორის იყვნენ გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გაბრიელ აბუსერიძე, ანიტა ქამადაძე, ნია კუნჭულია, ნიკა ბოლქვაძე, შოთა კუპატაძე და რატი ვაშაყმაძე.

საამაყო მოსწავლეებს სპეციალური დიპლომები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ისინი სამომავლოდაც გვპირდებიან აქტიურ მონაწილეობას ამ პროექტში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203