ბავშვთა ფერადი დღესასწაული ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
19-07-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2022-2023 აკადემიური წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებს.
მათ შორის აღსანიშნავია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მე-3გ კლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა - ანა ჯანელიძემ დღესასწაული ნამდვილ ზეიმად უქცია და ბავშვები სახალისო აქტივობებში ჩართო.
მე-3გ კლასის მოსწავლეებმა, სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს. ბევრი იხალისეს და ერთმანეთს დღესასწაული მიულოცეს.